მიულერი - ბაიერნის ყველა დროის საუკეთესო მეოთხე ბომბარდირი ბუნდესლიგაში

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა და სიმბოლომ, თომას მიულერმა, "ფრაიბურგთან" გუშინდელ შეხვედრაში უნიკალურ შედეგს მიაღწია და კლუბის ისტორიაში შევიდა.
"რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგის 25-ე ტურში სტუმრად "ფრაიბურგი" 4:0 გაანადგურა და მიულერმა ერთი ბურთის გატანა მოახერხა, რომელიც მისთვის ეროვნულ ჩემპიონატში 102-ე გამოდგა.
ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით გატანილი ბურთების რაოდენობით თომასი ლეგენდარულ დიტერ ჰიონესს დაეწია და ახლა მხოლოდ 3 ფეხბურთელს ჩამორჩება. მის წინ როლანდ ვოლფრატი (119), კარლ-ჰაინც რუმენიგე (162) და გერდ მიულერი (365) არიან.
მიმდინარე სეზონში კი 28 წლის გერმანელმა 30 თამაშში 10 ბურთი გაიტანა, 11 საგოლე პასი გააკეთა.