ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია


ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია

ჟერმეინ პენანტი უცნაური ფეხბურთელია. ინგლისელის შესახებ ყველას სმენია, თუმცა მისი თამაში თითქმის არავის ახსოვს. კარიერის განმავლობაში პენანტმა 15 გუნდი გამოიცვალა, მათ შორის იყო "არსენალი" და "ლივერპულიც". ჟერმეინის კარიერა ერთდროულად არის დასანანი, კურიოზული და სკანდალური.

ინგლისელი იდეალურად ჯდება დახასიათებაში "მუდამ პერსპექტიული". 21-ე საუკუნის დასაწყისში პენანტი ითვლებოდა პრემიერ ლიგის უნიჭიერეს და უსწრაფეს ვინგერად, მაგრამ მას გააჩნდა ერთი სერიოზული ნაკლი - არადისციპლინირებულობა.

ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია

პენანტმა ურთულესი ბავშვობა გამოიარა. როდესაც ის 3 წლის იყო, ოჯახი დედამ მიატოვა და პატარა ჟერმეინს მხოლოდ მამა ზრდიდა. მომავალი ფეხბურთელი დროის უმეტეს ნაწილს ნოტინგემის ქუჩებში ატარებდა, სადაც სროლა, ძარცვა და ნარკოტიკებით ვაჭრობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

2003 წლის იანვარში, პენანტი ნასვამ მდგომარეობაში თავისი "მერსედესით" ხეს შეეჯახა. თავიდან ჟერმეინმა პოლიციას უთხრა, რომ ის ეშლი კოული იყო, მაგრამ მოგვიანებით სიმართლე გაირკვა და ინგლისელს სერიოზული პრობლემები შეექმნა, პენანტს 1,5 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა. აღსანიშნავია, რომ მანქანა მართლაც კოულის საკუთრება იყო.



მოსამართლე მხოლოდ ამ სასჯელით არ შემოიფარგლა და ჟერმეინს 3 წლიანი პირობითი შიდა პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ პენანტი საღამოს 7 საათიდან-დილის 7-მდე აუცილებლად სახლში უნდა ყოფილიყო.

ყველაფრის მიუხედავად, ინგლისელმა მაინც მოახერხა კარიერის გაგრძელება. ის "ბირმინგემში" გადავიდა, სადაც თავიდან პენანტის ძალიან ეიმედებოდა სტივ ბრიუსს, მაგრამ ერთ დღეს ჟერმეინი ვარჯიშზე მთვრალ მდგომარეობაში გამოცხადდა, ეს კი გუნდიდან ავტომატურად გაგდების საბაბი გამოდგა.

ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია

"მერსედესთან" დაკავშირებული ინციდენტის მიუხედავად, პენანტი და კოული მაინც მეგობრებად დარჩნენ. 2006 წელს გაზეთმა "News of the World "-მა დაწერა, რომ ჟერმეინმა და ეშლიმ გეი-ორგიაში მიიღეს მონაწილეობა მუსიკოს "Masterstepz"-თან ერთად. გამოცემას უჩივლეს, მაგრამ ის ამბავი მაინც წებოსავით მიეკრო ორივე ფებხურთელის ბიოგრაფიას.

გათავისუფლების შემდეგ, პენანტმა ჩხუბი მოაწყო ერთ-ერთ ლონდონის ღამის კლუბში და კვლავ უგუნდოდ დარჩა. რაფაელ ბენიტესი ჟერმეინის ნიჭის დიდი თაყვანისმცმელი იყო, ესპანელმა გარისკა და ინგლისელი "ლივერპულში" იხმო.

ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია

"ენფილდზე" გადმობარგების შემდეგ, პენანტის ცხოვრება თითქოს დალაგდა და მან როგორც იქნა ფეხბურთზე მოახდინა კონცენტრირება. 2008 წელს პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი. ინგლისელის შეყვარებულმა ნახა ვიდე-ჩანაწერი, რომელზეც ჟერმეინი მას ღალატობდა. გოგონამ შურისძიების მიზნით დაწვა პენანტის ტანსაცმელი, რომელიც ჯამში 200 ათასი ფუნტის ღირებულების იყო.

ამის გარდა, იმ წელს გაძარცვული იქნა პენანტის სახლი, თუმცა მთავარი ტკივილი ჯერ კიდევ წინ იყო, 44 წლის ასაკში დაიჭირეს ჟერმეინის მამა, გარი. პენანტ-უფროსი ნარკოტიკებით ვაჭრობდა, დაკავების დროს მის სახლში აღმოაჩინეს კოკაინი, ჰეროინი და კრეკი. გარის ჯამში 200 ათასი ფუნტის ღირებულების აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია

გარი 4 წლით გამოკეტეს ციხეში, შვილი კი ამ ინციდენტის შემდეგ საბოლოოდ წავიდა ფსკერზე. 2008 წელს მან კიდევ ერთხელ იჩხუბა ბარში, მოგვიანებით კი მორიგ სკანდალში გაეხვია მოდელ ემი გროუვთან ერთად.

"ლივერპულის" შემდეგ, პენანტი ხშირად იცვლიდა კლუბებს და აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებს ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდათ ჟერმეინი. ამ გრძნობას არ იზიარებდნენ მწვრთნელები, რადგან ინგლისელი კვლავ ეხვეოდა სხვადასხვა სკანდალებში მოედნის გარეთ.



2010 წელს, მოდელმა ლარა მერფიმ პენანტს ბავშვი გაუჩინა, რის შემდეგაც ჟერმეინმა კიდევ ერთხელ სცადა ცხოვრების დალაგება:

"არ მინდა, რომ შვილმა ჩემი შეცდომები გაიმეოროს. სწორედ ამიტომ მე შევიცვალე და მთელ თავისუფალ დროს ბავშვს ვუთმობ. ლარა იძახის, რომ მე მსოფლიოში საუკეთესო მამა ვარ,"

ორი წლის შემდეგ, ლარამ მიატოვა პენანტი. მიზეზად კი სახელდებოდა სისტემატური ღალატი მოდელ ელის გუდვინთან. ერთხელ ჟერმეინი ბავშვის დაბადების დღიდანაც კი წავიდა იმისთვის, რომ საყვარელს შეხვედროდა.

ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია

აღსანიშნავია, რომ ლარამ სმს-ს საშუალებით ამცნო პენანტს განშორების შესახებ, ინგლისელი იმ დროს მოედანზე იყო. ჟერმეინი კვლავ უგონოდ დათვრა, იჩხუბა და შემდეგ დაამტვრია თავისი ძვირადღირებული "ბმვ". შედეგად კი კვლავ მართვის მოწმობის ჩამორთვმევა და პატიმრობა.

ამის შემდეგ, პენანტის კარიერა საბოლოოდ განადგურდა. ის იყო დიჯეი მანჩესტერის ღამის კლუბებში, თამაშობდა ინდურ და სინგაპურულ გუნდებში, 35 წლის ასაკში კი ჟერმეინმა გააფორმა კონტრაქტი ინგლისის მე-7 დივიზიონის ბინადართან.



2018 წლის თებერვალში, ერთ-ერთმა უცნობმა პიროვნებამ აღმოაჩინა ვიდეო, რომელშიც პენანტი სექსით იყო დაკავებული ელის გუდვინთან. ინგლისელი უარყოფს, რომ იმ ჩანაწერზე ის არის აღბეჭდილი, მაგრამ ჟერმეინის რეპუტაციის გათვალისწინებით, არაფერია გასაკვირი.

ნარკოტიკებით მოვაჭრე მამა და გეი-ორგია ეშლი კოულთან - ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია

პენანტის კარიერა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არსებობს კიდევ მე-8 დივიზიონის კლუბები, სადაც ინგლისელი აუცილებლად იპოვის ახალ თავგადასავალს. როდის მორჩება ერთ დროს ნიჭიერი ფეხბურთელი საკუთარი თავის დეგრადირებას? ალბათ არასდროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები