მერებაშვილის გუნდი საოცარ ფორმაშია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მერებაშვილის გუნდი საოცარ ფორმაშია


მერებაშვილის გუნდი საოცარ ფორმაშია

პოლონეთის ჩემპიონატში ერთმანეთს "ვისლა" და "იაგლებიე" დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო "ვისლას" ქართველმა შემტევმა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს.

მერებაშვილის გუნდი საოცარ ფორმაშია. მათ ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოგებული აქვთ, ერთი კი ფრედ აქვთ ნათამაშები და 36 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე არიან.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მერებაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები