ჩელსის ბატშუაის პულიშიჩში გაცვლა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსის ბატშუაის პულიშიჩში გაცვლა უნდა


ჩელსის ბატშუაის პულიშიჩში გაცვლა უნდა

„ჩელსის“ ფორვარდი, მიში ბატშუაი შეიძლება დორტმუნდის „ბორუსიას“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდეს, რომლის ღირსებასაც ამჟამად იჯარის წესით იცავს.

როგორც Daily Mail იტყობინება, ლონდონელთა ხელმძღვანელობა 24 წლის ბელგიელის დორტმუნდელთა ნახევარმცველ კრისტიან პულიშიჩში გაცვლას გეგმავს.

მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში გერმანულ კლუბში გადასვლის შემდეგ, ბატშუაიმ ჩატარებულ სამ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება პულიშიჩს, რომლის შეძენაც „მანჩესტერ იუნაიტედს“, „რეალსა“ და „ბაიერნსაც“ სურთ, ბუნდესლიგაში გამართულ 20 მატჩში სამი გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები