პანდევი: „ინტერის ყოველთვის მადლიერი ვიქნები“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პანდევი: „ინტერის ყოველთვის მადლიერი ვიქნები“


პანდევი: „ინტერის ყოველთვის მადლიერი ვიქნები“

„ჯენოას“ თავდამსხმელმა, გორან პანდევმა სერია ა-ს 25-ე ტურში „ინტერის“ (2:0) დამარცხების შემდეგ თქვა, რომ ყოველთვის მილანური კლუბის მადლიერი იქნება.

მაკედონელი „ინტერში“ პირველად 2001 წელს გადავიდა, თუმცა მაშინ ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია. ათი წლის შემდეგ, პანდევმა „ნერაძურისთან“ კვლავ გააფორმა კონტრაქტი და გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი (2-ჯერ) და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„ინტერის“ ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რადგან იტალიაში მიმიყვანეს და მათთან ერთად ტრიპლეტი მოვიგე, მაგრამ ეს გამარჯვება საჭირო იყო“, - ციტირებს პანდევის სიტყვებს Mediaset Premium.

„ვიმედოვნებ, „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება, რადგან ეს კლუბი ამას იმსახურებს“, - დასძინა გორანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები