ალეგრი: „იტალიაში მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი: „იტალიაში მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი“


ალეგრი: „იტალიაში მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი“

„იუვენტუსის“ თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატსა და თასზე გასამართ უახლოეს მატჩებზე უნდა იყოს კონცენტრირებული და ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ გასამართ საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩზე არ იფიქროს.

მოგეხსენებათ, „ბებერმა ქალბატონმა“ „დეზებთან“ პირველი შეხვედრა ტურინში ფრედ დაასრულა - 2:2.

„ჩემპიონთა ლიგამ არ უნდა შეგვიპყროს, როცა რაღაცით შეპყრობილი ხარ, გამარჯვება შეუძლებელია“, - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

„ჩვენი დავალება სერია ა-ზე და იტალიის თასის ნახევარფინალზე კონცენტრირებაა, რადგან „ტოტენჰემთან“ „უემბლიზე“ გასამართ მატჩამდე, რომელიც 6 მარტს გაიმართება, ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი“.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები