სპალეტი: „ინტერს დამაჯერებლობა და სიმშვიდე არ ჰყოფნის“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სპალეტი: „ინტერს დამაჯერებლობა და სიმშვიდე არ ჰყოფნის“


სპალეტი: „ინტერს დამაჯერებლობა და სიმშვიდე არ ჰყოფნის“

„ინტერის“ თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ სერია ა-ს 25-ე ტურში „ჯენოასთან“ (0:2) მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ თავისი გუნდის თამაშში შეცდომები არ დაუნახავს.

მიუხედავად ამისა, სპეციალისტის თქმით, მის ფეხბურთელებს დამაჯერებლობა არ ჰყოფნით.

„ინტერი“ თამაშში დარჩენას ცდილობდა, მაგრამ მეტი დამაჯერებლობა და სიმშვიდე გვჭირდება“, - ციტირებს სპალეტის სიტყვებს Mediaset Premium.

„გუნდს ცუდი შედეგი არ დაუმსახურებია. უბრალოდ თამაშში უნდა დავრჩენილიყავით და საჭირო მომენტს დავლოდებოდით, რათა დავწინაურებულიყავით. რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ პრობლემები შევიქმენით“.

„ინტერი“ თანდათან უნდა გაიზარდოს. უნდა ვეცადოთ, სანამ ჩვენი ძალები არ ამოიწურება. რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში მეტი დავიმსახურეთ, მაგრამ „ჯენოა“ ლიდერი იყო, რადგან ანგარიშზე თამაშობდა“, - დასძინა „ნერაძურის“ თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები