პსჟ-ს მეკარე: „რეალთან მარცხის შემდეგ, კარგია, რომ სტრასბური დავამარცხეთ“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-ს მეკარე: „რეალთან მარცხის შემდეგ, კარგია, რომ სტრასბური დავამარცხეთ“


პსჟ-ს მეკარე: „რეალთან მარცხის შემდეგ, კარგია, რომ სტრასბური დავამარცხეთ“

„პსჟ“-ს მეკარემ, ალფონს არეოლამ საფრანგეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „სტრასბურის“ (5:2) დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში „რეალთან“ (1:3) მარცხის შემდეგ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

გარდა ამისა, პარიზელთა კარის დარაჯმა დაამატა, რომ ახლა გუნდი „მარსელთან“ შეხვედრისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო“, - ციტირებს კლუბის პრესსამსახური არეოლას სიტყვებს.

„ლიგაში კარგ სერიას ვაგრძელებთ, გამარჯვება კი მადრიდში სამი დღის წინ განცდილი მარცხის შემდეგ კარგია“.

„დღეს გამარჯვება მომავალ კვირაში „მარსელთან“ გასამართი ფრანგული კლასიკოსთვის მომზადების საუკეთესო შესაძლებლობაა. ცოტას დავისვენებთ, სამუშაოს დავუბრუნდებით, რათა „მარსელისთვის“ მზად ვიყოთ, შემდეგ კი „რეალისთვის“!“, - დასძინა „პსჟ“-ს მეკარემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები