მანჩესტერ სიტი ზინჩენკოს გაუხანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტი ზინჩენკოს გაუხანგრძლივებს


მანჩესტერ სიტი ზინჩენკოს გაუხანგრძლივებს

“მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ალექსანდრ ზინჩენკოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებითაა დაინტერესებული, იუწყება Sun.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, უკრაინელ ჰავბეკს, რომელსაც გუნდის თავკაცი, პეპ გვარდიოლა მარცხენა მცველის პოზიციაზე იყენებს, გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს - მისი ყოველკვირეული ხელფასი კვირაში 200 ათასი ფუნტი იქნება.

ამ სეზონში ზინჩენკომ „ქალაქელთა“ რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩი ჩაატარა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

შეგახსენებთ, უკრაინელი „სიტის“ რუსული „უფადან“ 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა. გასული სეზონი მან „პსვ“-ში იჯარის წესით გაატარა.

მოქმედი კონტრაქტის ვადა ზინჩენკოს პრემიერ ლიგის ლიდერთან 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები