აზარმა რეალში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აზარმა რეალში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


აზარმა რეალში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

აქამდე, რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა, რომ "ჩელსის" ჰავბეკმა, ედენ აზარმა შეიძლება მადრიდის "რეალის" რიგები შეავსოს.

Metro-სთან საუბრისას, ბელგიელმა საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "რეალში" ჩემს ტრანსფერზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ტრანსფერი განხორციელდება, როცა ამას მოვინდომებ. "ჩელსიში" ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახი ლონდონში ცხოვრებით კმაყოფილია", - თქვა აზარმა.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატთა" ნახევარმცველი ბელგიაში საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები