ნაპოლის ნახევარმცველმა პირადი რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლის ნახევარმცველმა პირადი რეკორდი დაამყარა


ნაპოლის ნახევარმცველმა პირადი რეკორდი დაამყარა

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურში "ნაპოლი" საკუთრა მოედანზე "სპალს" ხვდება და პირველი ტაიმის სტარტზე მეტოქეს მინიმალური სხვაობით ამარცხებს.

ჯერჯერობით ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-6 წუთზე "ცისფრების" საყრდენმა ნახევარმცველმა, ალანმა, გაიტანა და კარიერული რეკორდიც დაამყარა.

27 წლის ბრაზილიელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში თავისი მე-4 გოლი გაიტანა, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

ალანი ნეაპოლური კლუბის ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს და მას შემდეგ გუნდის საკვანძო ფიგურაა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ალანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები