ალეგრი: "ტოტენჰემთან 2:2 ტრაგიკული შედეგი არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი: "ტოტენჰემთან 2:2 ტრაგიკული შედეგი არ არის"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ტურინული დერბის (1:0), შემდეგ "ტოტენჰემთან" საპასუხო თამაშზე ისაუბრა.

"მას შემდეგ, რაც ანგარიში 2:0 გახდა, "იუვემ" ბევრი ტექნიკური შეცდომა დაუშვა. მათ უფრო მეტი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ლონდონში თავდაჯერებულები ჩავალთ.

"იუვენტუსი" ძლიერი გუნდია, ფანტასტიკური მოთამაშეებით, ამიტომ მათ სიამოვნებით ვხელმძღვანელობ. ჩვენ სამ ფრონტზე ვიბრძვით, ამიტომ არამგონია, რომ "ტოტენჰემთან" ფრე ტრაგიკული შედეგი იყოს.

ბიჭებით ვამაყობ. დღეს მათ ყველაზე რთულ მომენტებშიც ღირსეულად იბრძოლეს. დიბალამ მოედანზე გატარებული 30 წუთი მშვენივრად იასპარეზა. აშკარაა, რომ ის ჩვეულ ფორმაშია", - აღნიშნა ალეგრიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები