ინტერი იკარდის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი იკარდის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა


ინტერი იკარდის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუზილიომ, მაურო იკარდის მომავალზე ისაუბრა.

"ის მომდევნო კვირაში უნდა დაბრუნდეს. მაურო ძალიან ბევრს მუშაობს, როგორც ყოველთვის, მაგრამ ჩვენ უბრალოდ გარისკვა არ გვინდოდა.

რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, პრობლემა არ არის. ჩვენც და თავად ფეხბურთელსაც ურთიერთობის გაგრძელება გვსურს", - განაცხადა აუზილიომ.

24 წლის არგენტინელი "ნერაძურის" კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირია, რომლის სახელსაც მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მაურო იკარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები