ბრიტანეთში ტოტენჰემის ყველაზე ცუდი ტრანსფერების სია შეადგინეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბრიტანეთში ტოტენჰემის ყველაზე ცუდი ტრანსფერების სია შეადგინეს


ბრიტანეთში ტოტენჰემის ყველაზე ცუდი ტრანსფერების სია შეადგინეს

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა GOAL.COM-მა ლონდონის "ტოტენჰემის" ყველაზე ცუდი ტრანსფერების სია შეადგინა.

აღნიშნულ სიაში მოხვდა უკრაინელი სერგეი რებროვიც, რომელიც კიევის "დინამოში" ქართველ მცველ კახა კალაძესთან ერთად ასპარეზობდა და 2000 წელს შეუერთდა "დეზებს", თუმცა ინგლისში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

"აბსოლუტურად კატასტროფული ტრანსფერი. რებროვი 2000 წელს კიევის "დინამოდან" 11 მილიონ ფუნტად იყიდეს, მაგრამ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 60 მატჩში მხოლოდ 10 გოლის გატანა მოახერხა. საბოლოო ჯამში, მან კლუბი 2004 წელს დატოვა", - წერს Goal-ი.

"ტოტენჰემის" ყველაზე ცუდი ტრანსფერების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:


ჯონ სკეილზი, კაზაიუკი ტოდა, მბულელო მაბიზელა, ელდერ პოშტიგა, გრეგორ რასიაკი, ჟილბერტო, ზეკი ფრაიერსი, რამონ ვეგა, ჯეინოს დოზელი, ჰუსამ გალი, ენდი ბუტი, კლინტონ ნჯიე, ვინსენტ იანსენი და დღემდე "დეზების" რიგებში მოასპარეზე მუსა სისოკო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები