გურამ კაშიამ თავისი ტრავმის სირთულეზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გურამ კაშიამ თავისი ტრავმის სირთულეზე ისაუბრა


გურამ კაშიამ თავისი ტრავმის სირთულეზე ისაუბრა

ჰოლანდიის ჩემპიონატის გასულ ტურში, მძიმე შეჯახების შედეგად, "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ტრავმა მიიღ​ო და მოედნიდან ის პირველივე ტაიმში გაიყვანეს.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა.

"ძალიან დიდი მადლობა ყველას თბილი წერილებისთვის, თავს კარგად ვგრძნობ. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ გამოდგა", - აცხადებს კაშია.

"ვიტესისა" და "ექსელსიორსის" მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. სტუმრებმა 1:3 მოიგეს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები