კოკლენმა ვალენსიაში ერთ თვეში იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე არსენალში 10 წლის მანძილზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კოკლენმა ვალენსიაში ერთ თვეში იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე არსენალში 10 წლის მანძილზე


კოკლენმა ვალენსიაში ერთ თვეში იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე არსენალში 10 წლის მანძილზე

ამა წლის იანვრის თვეში "ვალენსიამ" "არსენალიდან" ნახევარმცველი, ფრანსის კოკლენი იყიდა. ესპანელებს ეს ტრანსფერი 13,5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ცოტა ხნის წინ, 26 წლის ფრანგმა "ვალენსიას" რიგებში თავისი პირველი გოლი შეაგდო. კოკლენმა "მალაგასთან" მატჩში ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წამებზე კი "ღამურებმა" გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეს - 2:1.

საინტერესოა ის, რომ 2008 წლიდან 2018 წლამდე კოკლენმა "არსენალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 160 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ერთი გოლიც კი არ გაუტანია. ესპანეთში ფრანსისმა თავის გამოჩენა მე-7 (!) შეხვედრაშივე მოახერხა.

ცნობისთვის, 2013 წელს, კოკლენმა "ფრაიბურგის" მაისურით მოახერხა თავის გამოჩენა, მაშინ იგი გერმანული კლუბის ღირსებას იჯარის წესით იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები