ზიდანის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება


ზიდანის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება

"რეალმა" იმ მწვრთნელთა შორტ ლისტი შეადგინა, რომლებმაც შეიძლება გუნდის თავკაცის პოსტზე ზინედინ ზიდანი შეცვალონ, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

კლუბში ფიქრობენ, რომ ფრანგი სპეციალისტი სეზონის შედეგების გათვალისწინებით თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, გააგრძელებს თუ არა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას.

ზიდანის პოტენციურ შემცვლელებად იურგენ კლოპი, მაურისიო პოჩეტინო და იოაჰიმ ლიოვი სახელდებიან. სამივე სპეციალისტს ამჟამად მოქმედი კონტრაქტები აქვთ თავიანთ გუნდებთან.

კლოპი, მოგეხსენებათ, "ლივერპულში" მუშაობს, პოჩეტინო - "ტოტენჰემში". ლიოვი კი უკვე წლებია გერმანიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები