ხავიმ რონალდუსა და ნეიმარს შორის საუკეთესო დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხავიმ რონალდუსა და ნეიმარს შორის საუკეთესო დაასახელა


ხავიმ რონალდუსა და ნეიმარს შორის საუკეთესო დაასახელა

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, ხავიმ "რეალისა" და "პარი სენ ჟერმენის" (3:1) დაპირისპირება შეაფასა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით შედგა.

"პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერს მხოლოდ ანგარიშის მიხედვით ვაჯამებთ. მაგალითად, ბევრი სტატია წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ რონალდუ ჯერ კიდევ ნეიმარზე უკეთესია. არა! არა! ეს უსამართლობაა!".

"რაც გააკეთა რონალდუმ? პენალტი გამოიყენა და მუხლით გაიტანა... თუმცა, სახიფათო მომენტები, რომლებიც ნეიმარმა შექმნა? გამოწვეული "რეალის" ფეხბურთელების შეცდომებით? კონტრშეტევები, რომლებიც ნეიმარმა დაიწყო? მისდამი მადრიდელების შიში?", - დასძინა ხავიმ So Foot-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, პარიზელებსა და მადრიდელებს შორის საპასუხო 1/8 ფინალური დაპირისპირება საფრანგეთში გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები