იუვენტუსს ბერნარდესკიც გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსს ბერნარდესკიც გამოაკლდა


იუვენტუსს ბერნარდესკიც გამოაკლდა

"იუვენტუსის" ჰავბეკი, ფედერიკო ბერნარდესკი სერია ა-ს 25-ე ტურში "ტორინოსთან" (1:0) გამართულ შეხვედრაში დაშავდა.

ნახევარმცველი მინდორზე მე-15 წუთზე მოგვევლინა. მან თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი შეცვალა, რომელიც "ტორინოს" მეკარე სალვატორე სირიგუსთან შეჯახების შედეგად დაშავდა.

33-ე წუთზე, ბერნარდესკიმ საგოლე პასი გააკეთა. ფედერიკომ მცველ ალექს სანდროს გაატანინა.

მატჩის მიწურულს ბერნარდესკიმაც ტრავმა მიიღო. "იუვენტუსის" ფეხბურთელი ბოლო წუთებზე მცველმა, შტეფან ლიხტშტაინერმა შეცვალა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერნარდესკის მუხლის მყესები აქვს დაზიანებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები