ჩელსისთან მატჩისთვის ბარსელონას 19-კაციანი განაცხადი ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსისთან მატჩისთვის ბარსელონას 19-კაციანი განაცხადი ცნობილია


ჩელსისთან მატჩისთვის ბარსელონას 19-კაციანი განაცხადი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონამ" ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ლონდონში "ჩელსისთან" მატჩისთვის გაემგზავრებიან.

განაცხადში მოხვდა ცენტრალური მცველი, ტომას ვერმაელენიც. ბელგიელს ოფიციალურ მატჩში 21 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. "არისტოკრატებთან" მატჩის წინ, მას ექიმებმა თამაშის ნება დართეს.

ასე და ამგვარად, სრული განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, ორტოლა, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, დემბელე, პაულინიო, ალკასერი, ალბა, დინი, სერხი რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი და მინა.

"ბარსელონა" და "ჩელსი", მოგეხსენებათ, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები