კავანიმ იბრაჰიმოვიჩს კიდევ ერთი რეკორდი მოუხსნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კავანიმ იბრაჰიმოვიჩს კიდევ ერთი რეკორდი მოუხსნა


კავანიმ იბრაჰიმოვიჩს კიდევ ერთი რეკორდი მოუხსნა

თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ "პარი სენ ჟერმენის" საკლუბო რეკორდი განაახლა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

"სტრასბურთან" (5:2) გამართულ საშინაო მატჩში შესრულებული დუბლით, ურუგვაელი სტადიონ "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ შეხვედრებში პარიზული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ყველა ტურნირის ჩათვლით, კავანის "პსჟ"-ს საშინაო არენაზე გატანილი 86 გოლი დაუგროვდა.

ურუგვაელმა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი დაამხო. შვედ ფორვარდს, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს, "პსჟ"-ს მაისურით "პარკ დე პრენსზე" 85 ბურთი აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები