ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა


ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა

"ნაპოლის" ბრწყინვალე სერია იტალიის ჩემპიონატში გრძელდება - მაურიციო სარის გუნდმა მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ნეაპოლურმა კლუბმა სერია ა-ს 25-ე ტურში დღეს "სპალი" შინ 1:0 დაამარცხა და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო, რაც საკლუბო რეკორდია.

აქამდე "ნაპოლის" იტალიის სერია ა-ში ზედიზედ 9 შეხვედრა არასოდეს ჰქონია მოგებული - ახლა კი "ცისფრები" სატურნირო ცხრილს 67 ქულით კვლავ ლიდერობენ და "იუვენტუსს" 1 ქულით უსწრებენ.

ნეაპოლურ კლუბს სკუდეტო 1990 წლის შემდეგ არ მოუგია და მიმდინარე სეზონი, სტატისტიკის მიხედვით, "ნაპოლისთვის" ისტორიაში საუკეთესოა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები