VIDEO: ატლეტიკომ ბილბაოს მოუგო - ბარსელონასთან ჩამორჩენა კვლავ 7 ქულაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: ატლეტიკომ ბილბაოს მოუგო - ბარსელონასთან ჩამორჩენა კვლავ 7 ქულაა



ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ეგიდით, "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე "ბილბაო" მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 2:0.

აღნიშნული დაპირისპირების 67-ე წუთზე ანგარიში კევინ გამეირომ გახსნა, მე-80 წუთზე კი მადრიდელთა უპირატესობა ორამდე დიეგო კოშტამ გაზარდა.

ასე და ამგვარად, ამ გამარჯვებით "როხიბლანკოს" 55 ქულა დაუგროვდა და ლიდერ "ბარსელონას", რომლის აქტივშიც 62 ქულაა, 7 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "ბილბაოს", "ატლეტიკი" 28 ქულით 24-ე პოზიციას იკავებენ.

ატლეტიკო 2:0 ბილბაო

გოლები: გამეირო 67, დიეგო კოშტა 80

გაფრთხილება: კორეა, დიეგო კოშტა, ბენატი, ფილიპე ლუისი, ნუნიესი

ბურთის ფლობა: 58-42

დარტყმები: 14-4

ზუსტი დარტყმები
: 4-0

ატლეტიკო: ობლაკი, ვრსალკო, ხიმენესი, ლუკასი, ფილიპე ლუისი, კორეა, ტომასი, ნიგესი, კოკე, დიეგო კოშტა, გრიზმანი

ცვლილება: გოდინი, გამეირო, გაბი

ბილბაო: კეპა, ლეკუე, ნუნიესი, მარტინესი, საბორიტი, სან ხოსე, ვესგა, სუსაეტა, ბენატი, საბინი, ინაკი უილიამსი

ცვლილება: იტურასპე, დე მარკოსი, კორდობა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები