სარი საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარი საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა


სარი საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "სპალთან" დღევანდელი თამაშის შემდეგ საკუთარი გუნდი გააკრიტიკა.

"ევროპა ლიგის თამაშის შემდეგ რეაქციას ველოდი. დღეს თამაში ისე კარგად დავიწყეთ, რომ სადავეები ხელში მალევე ჩავიგდეთ და მატჩის მოკვლა დაგვავიწყდა. ეს კი დაუშვებელია", - განმარტა იტალიელმა სპეციალისტმა.

ნეაპოლელებმა იტალიის ჩემპიონატის აუტსაიდერი შინ ალანის ერთადერთ გოლით დაამარცხეს, რომელიც ბრაზილიელმა უკვე მე-6 წუთზე გაიტანა.

"ცისფრებმა" ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვეს, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა და "ნაპოლი" პირველ ადგილს დაუბრუნდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მაურიციო სარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები