VIDEO: როისმა დორტმუნდს დერბი მოაგებინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: როისმა დორტმუნდს დერბი მოაგებინა



გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტური ბორუსიული დერბით დასრულდა და "ბორუსია პარკზე" საინტერესო დაპირისპირება გაიმართა.

დაძაბული და თანაბარი დაპირისპირება დორტმუნდელების გამარჯვებით დასრულდა - ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში მარკო როისმა ულამაზესი დარტყმით გაიტანა და "ყვითლებს" საჭირო სამი ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მიუნხენგლადბახის "ბორუსიამ" კი ზედიზედ მე-4 მატჩი წაააგო.

VIDEO: როისმა დორტმუნდს დერბი მოაგებინა

გლადბახი 0:1 დორტმუნდი

გოლი: 0:1 - როისი (32').

გლადბახი: ზომერი; ოქსფორდი, გინტერი, ვესტერგორი, ელვედი; ჰოფმანი (ჰერმანი 71'), ზაქარია (კუისანკე 83'), კრამერი, აზარი; შტინდლი, ბობადილია (დრმიჩი 79').

დორტმუნდი: ბიურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, აკანჯი, ტოლიანი; ვაიგლი, კასტრო; როისი (დაუდი 79'), გიოტცე (პულიშიჩი 74'), შურლე (თოფრაქი 87'); ბატშუაი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები