აბურჯანიას გუნდი ბოლო ადგილს ვერ სცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აბურჯანიას გუნდი ბოლო ადგილს ვერ სცდება


აბურჯანიას გუნდი ბოლო ადგილს ვერ სცდება

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გამართული შეხვედრა "სევილია ბ"-სა და "ალმერიას" შორის, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

"ალმერიამ" ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში კი კიდევ 2 გოლი გაიტანა და საბოლოო ჯამში, 0:3 იმარჯვა.

სევილიელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელმაც 70 წუთი ითამაშა.

ძალიან დიდი ალბათობით, "სევილია" სეზონს ბოლო ადგილზე დაასრულებს, რადგან 16 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე მყოფ გუნდს 14 ქულით ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები