მანგალამ მუხლის ტრავმის გამო შეიძლება სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანგალამ მუხლის ტრავმის გამო შეიძლება სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს


მანგალამ მუხლის ტრავმის გამო შეიძლება სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს

მცველმა, ელიაკიმ მანგალამ, რომელიც "მანჩესტერ სიტიმ" ზამთარში "ევერტონში" გაანათხოვრა, შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვოს.

26 წლის ფრანგი ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურში "კრისტალ პალასთან" (3:1) 10 თებერვალს გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში შეცვალეს.

არსებობს იმის საშიშროება, რომ ფეხბურთელს მყესები აქვს დაზიანებული და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავიდეს.

მანგალა "კანფეტებს" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეუერთდა ნახევარწლიანი არენდით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები