საბა ლობჟანიძის საშინაო ფრე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საბა ლობჟანიძის საშინაო ფრე


საბა ლობჟანიძის საშინაო ფრე

დანიის ჩემპიონატის მატჩი "რანდერსსა" და ""ჰობროს" შორის, არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა და უგოლოდ დასრულდა.

"რანდერსის" რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე. ის 59-ე წუთზე შეცვალეს.

აღ​სანიშნავია, რომ დანიის ჩემპიონატში "რანდერსს" უკვე 2017 წლის 19 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია.

გუნდს მხოლოდ 15 ქულა აქვს და 21 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციაზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები