მოურინიო მატას არ ჩათვლილ გოლზე: "ვიდეო ტექნოლოგიაში პრობლემებია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო მატას არ ჩათვლილ გოლზე: "ვიდეო ტექნოლოგიაში პრობლემებია"


მოურინიო მატას არ ჩათვლილ გოლზე:

"ჰადერსფილდისა" და "მანჩესტერის" მატჩში ვიდე-რეფერიმ ხუან მატას გოლი გააუქმა.

გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ესპანელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა პუბლიკის ნაწილი მიიჩნევს, რომ მატა თამაშგარეში არ იყო.

პრობლემა ახალი ტექნოლოგიის სურათმა წარმოქმნა. როგორც ხედავთ, ტექნიკაში მცირე ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ხაზი სწორად გავლებული არ იყო.

ამ ფაქტზე ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა: "ვიცით, რომ ვიდეო-ტექნოლოგია ინგლისში ახლა იტესტება და ჩვენ ეს ეპიზოდი ადეკვატურად მივიღეთ.

ცხადია, რომ ამ სფეროში პრობლემებია და ეს "ჰადერსფილდთან" მატჩში ნათლად გამოჩნდა", - განაცხადა მოურინიომ.

ამის შემდეგ, პორტუგალიელს ჰკითხეს იქნებოდა თუ არა მსგავს ხასიათზე, ეს გოლი "იუნაიტედსთვის" გადამწყვეტი, რომ აღმოჩენილიყო, რაზეც მან ასე უპასუხა: "ახლოს ვარ, რომ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო სპეციალისტი გავხდე ქცევების კუთხით. ამ წოდებას ვერაფერი წამართმევს (იცინის)."

მოურინიო მატას არ ჩათვლილ გოლზე: "ვიდეო ტექნოლოგიაში პრობლემებია"

იხილეთ ვიდეო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები