ჩელსი-ბარსელონას არბიტრი: "იყო შეცდომები, თუმცა ეს ყველა მსაჯს შეიძლება მოუვიდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსი-ბარსელონას არბიტრი: "იყო შეცდომები, თუმცა ეს ყველა მსაჯს შეიძლება მოუვიდეს"


ჩელსი-ბარსელონას არბიტრი:

2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის, 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ჩელსიმ" "ბარსელონა" მიიღო და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმრად გატანილი გოლის გამო ფინალში გვარდიოლას გუნდი გავიდა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ტომ ჰენინგ ოვრებო იყო, რომელმაც არა ერთი შეცდომა დაუშვა.

ნორვეგიელმა ეს შეხვედრა გაიხსენა:

"დღესდღეობით მსაჯი აღარ ვარ, ამ სფეროში აღარ ვმოღვაწეობ. თავს კარგად ვგრძნობ და მეტი თავისუფალი დრო მაქვს.

ჩელსი - ბარსელონა? ცხადია, რომ ამ შეხვედრის განსჯით არ ვამაყობ. ეს არი იყო ჩემი საუკეთესო დღე, თუმცა მოხდა შეცდომები, რომლებიც მსაჯს შესაძლოა მოუვიდეს.

ცხადია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო, თუმცა ყველას სხვადასხვა აზრი აქვს. ვამბობ, რომ შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც, ასე რომ მე ჩემი სამსაჯო კარიერით ვამაყობ.

როგორც მინიმუმ ნორვეგიაში საუკეთესო არბიტრი ვიყავი და მხოლოდ ერთი შეხვედრით არ უნდა დაგემახსოვრებინეთ", - განაცხადა ყოფილმა მსაჯმა.

იხილეთ მსაჯის შეცდომები ჩელსისა და ბარსელონას მატჩში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები