ტობოლის ახალწვეული: "მოხარული ვარ, რომ ჯაბა კანკავასთან ერთად ვითამაშებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტობოლის ახალწვეული: "მოხარული ვარ, რომ ჯაბა კანკავასთან ერთად ვითამაშებ"


ტობოლის ახალწვეული:

სეზონის დაწყების წინ, ყაზახურმა "ტობოლმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი - ვასილი კობინი დაიმატა.

ახალ გუნდში მისვლის შემდეგ, კობინმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კანკავასთან ერთად თამაშით მოხარული იქნება.

"როდესაც ტობოლში მოვედი, მაშინვე შევისწავლე გუნდი, ქალაქი და აქაური წესები, ამიტომ შეგუება არ გამიჭირდა.

მოხარული ვარ, რომ ახალი სეზონიდან ისეთ ფეხბურთელებთან ვითამაშებ, როგორებიც ნებოგოდოვი და ჯაბა კანკავა არიან", - აცხადებს კობინი.

შეგახსენებთ, რომ "ტობოლში" ჯაბა კანკავა გასულ თვეს ჩაირიცხა და ამ კლუბის მაისურით რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები