ვილიანმა დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვილიანმა დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულება სურს


ვილიანმა დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულება სურს

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა შემტევმა ვილიანმა ის კლუბი დაასახელა, სადაც კარიერის დასრულება სურს.

"ხანდახან, მინდა ხოლმე, რომ კორინთიასში ვითამაშო. ჩემი სურვილია, კარიერა ამ კლუბში დავასრულო და იმედია, ასეც იქნება.

ზოგადად კი რეალი და ბარსელონა რომ საუკეთესო კლუბები არიან, ლაპარაკიც არ უნდა. არიან პსჟ, ბაიერნი და სხვები, თუმცა რეალს და ბარსელონას არცერთი არ ჯობია", - აცხადებს ვილიანი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ვილიანის "ჩელსი" სწორედ "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები