ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ არ დაუმხიათ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ არ დაუმხიათ


ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ არ დაუმხიათ

გადავხედოთ ყველა იმ მიღწევას, რომლებიც თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებს ჯერჯერობით არ დაუმხიათ.

უკვე დიდი ხანია, რაც ამ წყვილს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ნებისმიერი ყველა სხვა ბომბარდირი უკან ჰყავს ჩამოტოვებული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორის წოდებისთვის ბრძოლა არგენტინელსა და პორტუგალიელს შორის მიმდინარეობს და ჯერჯერობით წინ რონალდუა, რომელიც გასულ კვირაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კლუბის მაისურით 100 გოლი გაიტანა.

თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ბევრი ბომბარდირული რეკორდი, რომლებიც დღემდე არ დაუმხია ლეგენდარულ წყვილს...

გოლები ფინალებში


ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალების საუკეთესო ბომბარდირი: ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში (ორივე - მადრიდის "რეალი") — 7-7 გოლი.

ყველაზე მეტ ფინალში გატანილი გოლები: ალფრედო დი სტეფანო (მადრიდის "რეალი") — 5 (1956-1960 წლები).

ყველაზე მეტი გატანილი გოლი ერთ ფინალში: ფერენც პუშკაში (მადრიდის "რეალი") — 4 (1960 წელი).

ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ არ დაუმხიათ

მესის ანგარიშზე სულ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ორი გატანილი ბურთია (2009 და 2011 წლებში). რონალდუს ანგარიშზე კი - ოთხი, რომლებიც სამ ფინალში შეაგდო (2008, 2014, 2017 (2)).

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტ ფინალში ფრანსისკო ხენტოსა ("რეალი", 8-ჯერ) და პაოლო მალდინის ("მილანი", 8-ჯერ) აქვთ ნათამაშები, რისთვისაც, ჯერჯერობით, მესისა (3) და რონალდუს (5) არ მიუღწევიათ.

წარმატებები სხვადასხვა გუნდებთან ერთად


ყველაზე მეტ გუნდთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა: კლარენს ზეედორფი — 3 ("აიაქსი"-1995, "რეალი"-1998, მილანი-2003,2007).

ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გუნდის რიგებში გატანილი გოლი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი — 6 ("აიაქსი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ბარსელონა", "მილანი", "პსჟ").

ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ არ დაუმხიათ

არც მესი, არც რონალდუ, როგორც თავად ამბობენ, კარიერის ბოლომდე სამუშაო ადგილი შეცვლას არ აპირებენ, ამიტომაც საეჭვოა მათ ზეედორფის რეკორდი გაიმეორონ ან დაამხონ. თუმცა, რონალდუ უფრო ახლოსაა ამ მიზანთან.

რონალდუ ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ორი კლუბის მაისურით გაუტანია მოგებულ ფინალებში ("მანჩესტერი" და "რეალი"). გარდა ამისა, იყო ველიბორ ვასოვიჩი, რომელმაც "პარტიზანისა" და "აიაქსის" რიგებში გაიტანა ფინალებში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა.

ყველაზე ასაკოვანი გოლეადორი


…რომელმაც ფინალში გაიტანა: პაოლო მალდინი — 36 წლის და 333 დღის ("მილანი" - "ლივერპული", 2005 წელი).

…რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ნაწილში გაიტანა: ფრანჩესკო ტოტი — 38 წლის და 59 დღის ("რომა" - "ცსკა", 2004 წელი).

ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ არ დაუმხიათ

თუ ლეოსა და კრიშტიანუს ამ რეკორდების დამხობა უნდათ, მაშინ ძალიან დიდი მოთმინება მართებთ. მალდინის მაჩვენებლის გაუმჯობესებას რონალდუ 2022 წლის ფინალში შეძლებს, მესი კი 2024 წლის ფინალში და ეს იმ შემთხვევაში, თუ გადამწყვეტი მატჩი 23 მაისის შემდეგ გაიმართება.

ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირი რონალდუ 2023 წლის 1 აპრილის შემდეგ გახდება, მესი კი 2025 წლის 22 აგვისტოს შემდეგ.

ყველაზე სწრაფი გოლები


ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე: როი მაკაი — 10,12 წამი ("ბაიერნი" "რეალის" წინააღმდეგ, 2007 წელი).

ყველაზე სწრაფი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში: პაოლო მალდინი — 53 წამი ("მილანი" - "ლივერპული", 2005 წელი).



ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი გოლი როი მაკაიმ გაიტანა, მისი მაჩვენებლის გაუმჯობესება წარმოუდგენლად რთულია.

ჩვენი გმირების საუკეთესო მაჩვენებლები შემდეგნაირია: რონალდუმ 2013 წლის ოქტომბერში "იუვენტუსს" მე-4 წუთზე გაუტანა, მესიმ კი 2016 წელს "სელტიკს" მე-3 წუთზე შეუგდო.

ფინალში კი მესის ორივე გოლი მეორე ტაიმში აქვს გატანილი, რონალდუმ კი ყველაზე სწრაფი გოლი გასული წლის ფინალში შეაგდო, იმავე "იუვეს" კარში, მე-20 წუთზე.

ჰეთ-თრიქი


ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი: ბატეფიმბი გომისი — 8 წუთი (ზაგრების "დინამო" - "ლიონი", 2011 წელი).



მესი და რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული ჰეთ-თრიქების რაოდენობით რეკორდსმენები არიან — 7-7, თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა ისეთი სწრაფი, როგორიც ბატეფიმბი გომისის ("ლიონი").

მესის ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი 2010 წელს, "არსენალის" კარში აქვს შესრულებული, 22 წუთში. თუმცა, ეს ლეოსთვის ერთ შეხვედრაში მის სამ გოლს შორის ყველაზე პატარა სხვაობა არ გახლავთ. "ბაიერის" კარში შესრულებული პენტა-თრიქის დროს მე-2 გოლსა და მე-4 გოლს შორის მხოლოდ 16 წუთი იყო გასული.

რონალდუს რეკორდი — "მალმიოს" კარში 12 წუთში გატანილი სამი ბურთი.

სეზონებში გატანილი გოლების რეკორდები


სეზონები მიყოლებით, რომლებშიც გოლები გაუტანია: რაული — 14

სეზონები, რომლებშიც გოლები გაუტანია: რაიან გიგსი — 16

კრიშტიანუ რონალდუმ პირველივე ცდაზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "სპორტინგის" მაისურით ვერ მოახერხა გოლის გატანა. "ემიუში" გატარებულ პირველ ორ სეზონში ჩლ-ზე არ გაუტანია, მაგრამ მას შემდეგ ზედიზედ 12 სეზონია იტანს.

მესიმ გოლების გატანა თავიდანვე დაიწყო და ამჟამად მისი მაჩვენებელი შემდეგნაირია — ზედიზედ 13 სეზონი. უკვე ამა წლის შემოდგომაზე შეძლებს და რაულს გაუთანაბრდება, რაიან გიგსს კი - 2020 წელს.

გოლები ერთ ევროსეზონში


ერთი საევროთასო სეზონის საუკეთესო ბომბარდირი: რადამელ ფალკაო — 18 (პორტუ, 2010/11 წლების სეზონი).

ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ არ დაუმხიათ

ფალკაომ 2010/11 წლების სეზონში "პორტუსთან" ერთად წარმოუდგენელი ევროპა ლიგა ჩაატარა. მაშინ მის ანგარიშზე 18 გოლი (1 საკვალიფიკაციო ეტაპზე) იყო, რაც დღემდე ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

რონალდუსთვის საუკეთესო 2013/14 წლების სეზონი გახლდათ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე 17 ბურთი შეაგდო. მესის საუკეთესო მაჩვენებელი 14 გოლს უტოლდება (2011/12 წლების სეზონი).

ზედიზედ გატანილი გოლები, საშუალო შედეგიანობა


მატჩები ზედიზედ გატანილი გოლების მიხედვით: რუდ ვან ნისტელროი — 9 ("მანჩესტერ იუნაიტედი", 2002/03).

საშუალო შედეგიანობა ჩლ-ის მატჩებში: გერდ მიულერი (0,97)

საშუალო შედეგიანობა ევროთასების მატჩებში: გერდ მიულერი (0,87)

რეკორდი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ შეიძლება "პსჟ"-სთან საპასუხო მატჩში გაიმეოროს - ზედიზედ 9 მატჩში მოახერხოს გატანა. ვან ნისტელროიმ, თავისი რეკორდის დამყარებისას, თავისი გუნდის ზედიზედ ყველა შეხვედრაში არ უთამაშია, მაგრამ იმ მატჩებში, სადაც ითამაშა, აუცილებლად გაჰქონდა. ამავდროულად, თუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მის გოლს ჩავთვლით, მაშინ მისი რეკორდი ზედიზედ 10 დაპირისპირებას უტოლდება.

თუმცა, აი, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგაზე საშუალო შედეგიანობამდე მიდის, მესი/რონალდუ ისტორიაში ამ მაჩვენებელში საუკეთესო გერდ მიულერს ძალიან ჩამორჩება.

ჩემპიონთა ლიგის რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ არ დაუმხიათ

გერმანელმა ჩემპიონთა ლიგაზე პრაქტიკულად თითო თამაშში თითო გოლი გაიტანა. რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე 144 მატჩში 111 ბურთი აქვს გატანილი (0,76 გოლი საშუალოდ მატჩში), ხოლო მთლიანად ევროთასებზე 151 შეხვედრაში 113 გოლი. მესის შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს - ჩლ-ის 118 მატჩში 97 ბურთი (0.82) და ევროთასების 122 მატჩში 100 გოლი.

წყარო: უეფას ოფიციალური საიტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები