ბუტრაგენიო: "როგორც ჩანს, მარსელომ სერიოზული ტრავმა მიიღო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუტრაგენიო: "როგორც ჩანს, მარსელომ სერიოზული ტრავმა მიიღო"


ბუტრაგენიო:

"რეალის" დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო შიშობს, რომ მცველმა, მარსელომ ლა ლიგის 24-ე ტურში "ბეტისთან" გამართულ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, ბრაზილიელ უკანახაზელს მუხლქვეშა მყესები აქვს დაზიანებული. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, დადგინდება, თუ რამდენად სერიოზულია ფეხბურთელის ტრავმა.

"უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რას იტყვიან ექიმები", - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს AS.

"თუმცა, როგორც ჩანს, სიახლე ცუდია, ძალიან ცუდი. 48 საათის განმავლობაში ზუსტ დიაგნოზს გავიგებთ და ცნობილი გახდება, თუ რა პერიოდი გაუცდება".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები