მაცარი: "იუვენტუსს ვჯობნიდით, სანამ მოედანზე იგუაინი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მაცარი: "იუვენტუსს ვჯობნიდით, სანამ მოედანზე იგუაინი იყო"


მაცარი:

"ტორინოს" მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, ტურინული დერბის შემდეგ აღნიშნა, რომ გონსალო იგუაინის ტრავმამ მის გუნდზე უარყოფითად იმოქმედა.

"ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებულები და მეტოქეს აღვემატებოდით კიდეც მანამ, სანამ მოედანზე იგუაინი იყო.

ჩვენი ქომაგებისთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ამიტომ გვინდოდა, რომ მათთვის მინიმუმ ფრე გვეჩუქებინა. ეს კი ფეხბურთია და მიუხედავად ყველაფრისა, "იუვენტუსს" სირთულეები შევუქმენით", - განაცხადა მაცარიმ.

"ბებერმა ქალბატონმა" ტურინული დერბი სტუმრად 1:0 მოიგო, ხოლო იგუაინმა მოედანი ტრავმის გამო მე-15 წუთზე დატოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები