დიეგო კოშტა: "მსაჯები ვერ მიტანენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიეგო კოშტა: "მსაჯები ვერ მიტანენ"


დიეგო კოშტა:

ლა ლიგაში იანვარში დაბრუნების შემდეგ, დიეგო კოშტამ პირველივე მატჩში არამხოლოდ "ხეტაფეს" კარი დალაშქრა, არამედ წითელი ბარათიც "გამოიმუშავა".

ესპანელის თქმით, არბიტრები მას ყოველთვის აძევებენ - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზეზი არ აქვთ.

"მსაჯები ვერ მიტანენ, მე კი ამას ვერაფერს ვუხერხებ", - ციტირებს კოშტას სიტყვებს GOAL.COM.

"ზოგიერთი პატარა რაღაცის გამო მაფრთხილებს. მაგალითად, "ბილბაოსთან" მატჩში ჩემთვის ყვითელი ბარათის ჩვენება საჭირო საერთოდ არ ყოფილა, უბრალოდ არბიტრს ეს უნდოდა".

"შეგიძლიათ გამეორება ნახოთ და თავად გაანალიზოთ მომენტი, მაგრამ სასჯელს არ ვიმსახურებდი. მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევაში უძლური ვარ", - დასძინა დიეგომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები