ალექს სანდრომ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალექს სანდრომ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა


ალექს სანდრომ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"იუვენტუსის" მცველმა, ალექს სანდრომ, რომლის სახელსაც "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ, საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

"ამჟამად კარგ ფორმაში ვარ და ყველაფერი მაკმაყოფილებს. ჩემი მიზანი "იუვენტუსთან" ერთად ყველა ტიტულის მოგებაა. გუნდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ორ წელიწადში მეწურება. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, სადაც გამგზავრება და კარგად ასპარეზობა მსურს", - ციტირებს სანდროს სიტყვებს Goal.

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე იწერებოდა, რომ ბრაზილიელით "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდნენ, მაგრამ "ბებერმა ქალბატონმა" თავისი უკანახაზელის გაშვება იუარა.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ში 17 დაპირისპირება გამართა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები