ლევანდოვსკი რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლევანდოვსკი რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს


ლევანდოვსკი რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

მოგეხსენებათ, პრესაში ხშირად იწერება იმის თაობაზე, რომ "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი შეიძლება "რეალში" ვიხილოთ.

არსებული ცნობით, თავად პოლონელ შემტევსაც უნდა "სამეფო კლუბში" გადასვლა, მაგრამ მიუნხენელთა ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ აღნიშნულ ინფორმაციებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

"ამ ეტაპზე, მსგავსი აზრები არ მაწუხებს. თუ მე, "ბაიერნის" ფეხბურთელი, ასეთ სპეკულაციებზე დავიწყებ ფიქრს, ეს სარგებელს ნამდვილად არ მომიტანს. ასეთ შემთხვევაში ჩემს სამუშაოზე კონცენტრირებას ვერ მოვახდენ".

"ბაიერნის" ფეხბურთელი ვარ და მინდა ჩემი კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო. ესაა ჩემთვის მთავარი", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal.com.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები