"ბატშუაი ზამთრის საუკეთესო ტრანსფერია" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელი კმაყოფილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ბატშუაი ზამთრის საუკეთესო ტრანსფერია" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელი კმაყოფილია



ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეული მიჩი ბატშუაი შეაქო.

"ბატშუაი - ზამთრის საუკეთესო ტრანსფერია ევროპაში. აშკარაა, რომ ის ახლა თავს თავისუფლად გრძნობს. მიჩის დახუჭული თვალებითაც გააქვს", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

24 წლის ბელგიელი ფორვარდი გერმანულმა კლუბმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესაცვლელად ლონდონის "ჩელსიდან" ინათხოვრა და მიჩი გერმანიაში ბრწყინვალედ ათამაშდა.

ბატშუაიმ "ბორუსიას" მაისურით ჩატარებულ 4 თამაშში უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები