ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში ჩაატარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში ჩაატარა


ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში პირველი ვარჯიში ჩაატარა

მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება 18 თებერვალს დაიწყო.

საქართველოს ნაკრებს 23 თებერვალს ვენაში, ავსტრიის ნაკრებთან, ხოლო 25-ში თბილისში, გერმანიასთან მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები ელის. ზუროსის გუნდი ავსტრიაში 21 თებერვლის დილას გაემგზავრება და ამავე დღეს, საღამოს პირველ ვარჯიშს ვენაში ჩაატარებს.

პირველ ვარჯიშში მონაწილეობა გამოძახებული 18 კალათბურთელიდან 15-მა მიიღო. შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონი ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდება, ხოლო გოგა ბითაძე და გიორგი ცინცაძეს ორშაბათს, საღამოს ვარჯიშზე ელიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები