გვარდიოლა: "სანამ აქ ვარ, ბერნარდო სილვა სიტიდან არ წავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "სანამ აქ ვარ, ბერნარდო სილვა სიტიდან არ წავა"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ გუნდისთვის ნახევარმცველ ბერნარდო სილვას მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ჰავბეკი "ქალაქელთა" რიგებს არ დატოვებს.

"უმაღლეს დონეზე თამაშობს. ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს გასახდელში იმყოფბეა. აქ დიდხანს დარჩება. სანამ აქ ვარ, არ წავა, ჩემთან იქნება".

"არასოდეს დამინახავს მოწყენილი, ყოველთვის კარგ განწყობაზეა. არც კი წარმოგიდგენიათ, როგორი მნიშვნელოვანია ეს. მაშინაც კი, როცა ხშირად არ თამაშობდა, გასახდელში ასეთი განწყობით ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები