სქოულზი: "ბეილმა ოლდ ტრაფორდზე ეს გოლი, რომ გაიტანა, მივხვდი წასვლის დრო იყო" - [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სქოულზი: "ბეილმა ოლდ ტრაფორდზე ეს გოლი, რომ გაიტანა, მივხვდი წასვლის დრო იყო" - [VIDEO]


სქოულზი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა განაცხადა, რომ მან საფეხბურთო კარიერის დასრულება "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო გადაწყვიტა.

2012 წლის მატჩში, გარეტ ბეილმა და მუსა დემბელემ ინგლისელ მცველს სწრაფად აუარეს გვერდი და დე ხეას კარში უელსელმა გაიტანა.

"2012 წელს მახსოვს "ტოტენჰემს" სახლში ვეთამაშებოდით და ეს სეზონის მე-3 თუ მე-4 შეხვედრა იყო. მუსა დემბელემ და გარეტ ბეილმა სწრაფად ამიარეს გვერდი და მახსოვს ამ დროს გავიფიქრე: - "ამის გაკეთება მე უკვე აღარ შემიძლია."

მინდოდა, რომ მაშინვე დამესრულებინა კარიერა, თუმცა სეზონის სტარტზე წასვლა ცუდად გამოჩნდებოდა", - განაცხადა სქოულზმა.

გავიხსენოთ ბეილის ეს გოლი მანჩესტერის კარში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები