მსაჯი: "თუ ბასკურ ენაზე ისაუბრებთ, მოედნიდან გაგაძევებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მსაჯი: "თუ ბასკურ ენაზე ისაუბრებთ, მოედნიდან გაგაძევებთ"


მსაჯი:

ესპანეთის მე-5 დივიზიონის შეხვედრაში არბიტრმა ფეხბურთელებს ბასკურ ენაზე საუბარი აუკრძალა.

ერთმანეთს "ელგოიბარი" და "იდიაზაბალი" ხვდებოდნენ. ორივე კლუბი ბასკეთში მდებარეობს, შესაბამისად ფეხბურთელებიც ადგილობრივები იყვნენ და ბასკურ ენაზე საუბრობდნენ.

მთავარ არბიტრს მათი არ ესმოდა და რომელიმე მათგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა, ვერ გაიგებდა. სწორედ ამიტომ მოუწოდა მათ, რომ ესპანურად ესაუბრათ.

ბასკეთის სპორტის წარმომადგენელმა დენი იტქსასომ განაცხადა, რომ ეს კულტურის უპატივცემულობაა: "მსგავსი ტიპის ეპიზოდები უბრალოდ კულტურის უპატივცემულობაა."

ბასკებს კატალონიელების მსგავსად საკუთარი ენა აქვთ, ამის გარდა მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

მეტიც, ბასკებმა გასულ საუკუნეში, დამოუკიდებლობის ვერ მიღების გამო, ესპანეთზე ტერორიზმი დაიწყეს. ჩამოყალიბდა ჯგუფი ETA, რომელიც მადრიდს სისტემატიურად ბომბავდა.

1973 წლის 20 დეკემბერს მათ ესპანეთის პრემიერ მინისტრი მოკლეს. ლუის კარერო ბლანკოს ავტომობილში ასაფეთქებელი დაუმონტაჟეს.

ასევე, მათ იმსხვერპლეს ესპანეთის თავდაცვის მინისტრიც.

1971-2000-იან წლებში ETA-მ ესპანეთში 821 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები