ყაზაიშვილმა კიდევ ერთი მატჩი მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ყაზაიშვილმა კიდევ ერთი მატჩი მოიგო


ყაზაიშვილმა კიდევ ერთი მატჩი მოიგო

MLS-ის სეზონის დაწყების წინ, გუნდები მოსამზადებელ ეტაპს გადიან და ამხანაგურ მატჩებს ატარებენ.

"სან ხოსემ" უკვე მეორე სპარინგ შეხვედრა გამართა. ამჯერად, მათი მეტოქე ლოს ანჯელეს "გალაქსი" იყო.

ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" კალიფორნიული კლუბი 4:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკმაოდ აქტიური იყო. მოგეხსენებათ, ამერიკაში სეზონი მარტში იწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები