დე ვრეი სეზონის დასრულების შემდეგ ლაციოს დატოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დე ვრეი სეზონის დასრულების შემდეგ ლაციოს დატოვებს


დე ვრეი სეზონის დასრულების შემდეგ ლაციოს დატოვებს

"ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა, იგლი ტარემ თქვა, რომ მცველი, სტეფან დე ვრეი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ. ჰოლანდიელს ამჟამინდელი მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივისს ეწურება. იგი
რომაელთა რიგებში 2014 წლიდან ასპარეზობს.

"ივნისში ჩვენი გზები გაიყოფა", - ციტირებს ტარეს სიტყვებს Football Italia.

მიმდინარე სეზონში დე ვრეიმ "ლაციოში" იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 23 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები