გვარდიოლამ უიგანის მწვრთნელთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლამ უიგანის მწვრთნელთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა


გვარდიოლამ უიგანის მწვრთნელთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ინგლისის თასის 1/8 ფინალში "უიგანის" (0:1) წინააღმდეგ ძალიან ცდილობდნენ.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, თავის შეგირდებთან პრეტენზიები არ აქვს.

"უიგანს" შემდეგ წრეში გასვლას ვულოცავ. ძალიან ვცდილობდით, მაგრამ შეცდომა დავუშვით და წავაგეთ. ფინალის ტოლფასი მატჩი იყო", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

"ზპგჯერ ისე ხდება, რომ გუნდი მხოლოდ ერთხელ ურტყამს კარში და იმარჯვებს. მარცხს ვეგუებით და გამარჯვებულს ვულოცავთ. თუმცა, ჩემმა ბიჭებმა თავდადებულად ითამაშეს და პრეტენზიები არ მაქვს".

მოგეხსენებათ, გუშინდელი დაპირისპირების შესვენების დროს, პეპი "უიგანის" თავკაცს დაუპირისპირდა.

"რაც შეეხება შესვენებაზე მომხდარ ინციდენტს, როცა "უიგანის" მწვრთნელს ვეჩხუბე, არაფერი არ ყოფილა", - დასძინა "ქალაქელთა" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები