ჯეკო: "რომას შახტართან დაპირისპირებაში უპირატესობა უნდა ჰქონდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯეკო: "რომას შახტართან დაპირისპირებაში უპირატესობა უნდა ჰქონდეს"


ჯეკო:

"რომას" თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ აღნიშნა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე "შახტართან" დაპირისპირებაში უპირატესობა ექნება.

"მგლების" შემტევის თქმით, ეს იმას უკავშირდება, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ უკრაინელებმა მხოლოდ ერთი მატჩი გამართეს.

იტალიურ და უკრაინულ კლუბებს შორის პირველი დაპირისპირება ხარკოვში, 21 თებერვალს გაიმართება.

"შახტარი" ძალიან ტექნიკური გუნდია, მაგრამ შესვენების შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარეს", - ციტირებს ჯეკოს სიტყვებს Football Italia.

"ასე რომ, უპირატესობა უნდა გვქონდეს, მაგრამ მთელი ძალები უნდა დავხარჯოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ მომენტები".

"შახტარი" ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ამ სეზონში "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა. ეს გუნდი კი ამ ეტაპზე საუკეთესოა", - დასძინა ედინმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები