აგუეროს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აგუეროს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება


აგუეროს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო შეიძლება ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს, იტყობინება ბრიტანული პრესა.

მოგეხსენებათ, ინგლისის თასის ეგიდით, "უიგანთან" (0:1) გამართული 1/8 ფინალური დაპირისპირების შემდეგ არგენტინელმა მეტოქე გუნდის გულშემატკივარს დაარტყა.

ინციდენტი მაშინ დაფიქსირდა, როცა საფინალო სასტვენის შემდეგ "უიგანის" ფანები თავიანთი გუნდის გამარჯვების აღსანიშნავად მოედანზე შევარდნენ.

აგუერო არეულობის დროს ერთ-ერთ გულშემატკივარს შეეჯახა და სახეში ხელი გაარტყა (იხილეთ ვიდეო), მომენტი ჟურნალისტთა კამერას არ გამოჰპარვია. ინციდენტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) განიხილავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები