მარკიზიო ამერიკული და ჩინური კლუბების წინადადებებს განიხილავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მარკიზიო ამერიკული და ჩინური კლუბების წინადადებებს განიხილავს


მარკიზიო ამერიკული და ჩინური კლუბების წინადადებებს განიხილავს

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ 2018 წლის ზაფხულში შეიძლება გუნდი დატოვოს, იტყობინება Football Italia.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელით ამერიკული და ჩინური კლუბები ინტერესდებიან.

იტალიელს ტურინელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2020 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად მარკიზიომ 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები