ფილიპე ლუისი: "იმედი მაქვს, გრიზმანი ატლეტიკოდან არ წავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფილიპე ლუისი: "იმედი მაქვს, გრიზმანი ატლეტიკოდან არ წავა"


ფილიპე ლუისი:

მადრიდის "ატლეტიკოს" მცველს, ფილიპე ლუისს იმედი აქვს, რომ თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილს არ შეიცვლის.

მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული.

"გრიზმანი ტექნიკითა და სხვა თვისებებით დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა დგას. ანტუანის მომავალი თავად მასზეა დამოკიდებული".

"მე ჩემით წავედი და დაბრუნების შესაძლებლობა მქონდა. თუმცა, ყველას არ ეძლევა ასეთი შესაძლებლობა. იმედი მაქვს, გრიზმანი "ატლეტიკოს" არ დატოვებს. შეუძლია ამ კლუბის ისტორია დაწეროს".

"ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა, გუნდი კი მასზე თამაშობს", - ციტირებს ფილიპე ლუისის სიტყვებს Marca.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები